29 ივლისს, ბათუმში, აჭარის ადვოკატის უფლებათა დაცვის რეგიონულმა კომიტეტმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მორიგ რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც ადვოკატის უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა.
კონფერენცია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ გახსნეს.
თბილისის და რეგიონების ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარადგინეს, სადაც პრობლემური საკითხები გამოკვეთეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოლეგიალობის პრინციპისა და ადვოკატის პროფესიული თავისუფლების მნიშვნელობაზე და აჭარის რეგიონში ადვოკატის უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებებზე.